მძღოლი

წესები და პირობები მძღოლთათვის

 

წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს მძღოლისა და კომპანია Venio („ვენიო“)-ს ურთიერთთანამშრომლობის წესებსა და პირობებს.

  1. სადაც ტერმინი "ჩვენ" ან „ვენიო“ ნიშნავს Venio აპლიკაციის მფლობელს. Venio წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც დაარსდა საქართველოში, თბილისი, კრწანისის ქ 14, 0114  ს/კ 404638193. კომპანიის ვებ-გვერდი https://venio.ge მუდმივად ნახლდება და აქ განთანსდება ყველა საჭირო ინფორმაცია კომპანიის შესახებ.

  2. სადაც ტერმინი „თქვენ“ გულისხმობს Venio-ს პარტნიორ მძღოლს.

 

Venio აპლიკაციის გამოყენებისათვის საჭიროა რომ დაეთანხმოთ ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს.

 

თუ დაიცავთ წინამდებარე ზოგად პირობებს, თანხმობას ვაცხადებთ, მოგანიჭოთ Venio აპლიკაციაზე წვდომის და სარგებლობის უსასყიდლო, შექცევადი, არა-ექსკლუზიური უფლება წინამდებარე ზოგადი პირობების, კონფიდენციალურობის შეტყობინების და აპლიკაციის მოქმედი პირობების შესაბამისად. უფლება არ გაქვთ, გადასცეთ ან ქვე-ლიცენზია გასცეთ Venio აპლიკაციის გამოყენების უფლებაზე. იმ შემთხვევაში, თუ Venio აპლიკაციით სარგებლობის უფლება გაგიუქმდებათ, ავტომატურად გაუქმდება შესაბამისი არა-ექსკლუზიური ლიცენზიაც.

 

მარეგულირებელი წესები

 

  1. Venio უზრუნველყოფს საზოგადოების მობილური აპლიკაციით მომსახურებას რომელიც უზრუნველყოფს მხოლოდ აპლიკაციით მომსახურებას და არ იღებს პასუხისმგებლობას  სატრანსპორტო მომსახურებაზე.

  2. სატრანსპორტო მომსახურება უზრუნველყოფილია მძღოლების (თქვენ) მიერ, კლიენტის მიერ შეკვეთილი მგზავრობის  საფუძველზე. მძღოლები უზრუნველყოფენ სატრანსპორტო მომსახურებას დამოუკიდებლად რომელიც გულისხმობს საკუთარი ავტოტრასნპორტით მომსახურებას და მის ტექინსპექტირებას, სამომხმარებლო უფლებების, სამართლებრივი ვალდებულებების ან სატრანსპორტო მომსახურების გაწევის საკითხებთან დაკავშირებით მგზავრთა და მძღოლებს შორის დავა გადაწყდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

  3. მონაცემები მგზავრობის შესახებ ხელმისაწვდომია Venio აპლიკაციაში, რომელიც დარეგულირებულია პერსონალური მონაცემების კანონით,  მგზავრობის  ფინანურის დავალებები (შეკვეთები) ხელმისაწვდომია  მძღოლის პროფილში, შეკვეთების განყოფილებაში, რომლის სორტირება და ფილტრაციაც შესაძლებელია თარიღის მიხედვით.

  4. მძღოლი შეკვეთას მგზავრობის შესახებ იღებს Venio-ს აპლიკაციის საშუალებით, რომელიც ფორმდება ერთჯერადი (კონტრაქტის) შეკვეთის სახით. 

  5. Venio აპლიკაციის გამოყენებისას შეგიძლიათ იხილოთ შემომავალი შეკვეთების დეტალური ინფორმაცია სატრანსპორტო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით პირდაპირი (Cash), საკრედიტო ბარათით, ან Venio აპლიკაციის ბონუს ქულების მეშვეობით გადახდასთან დაკავშირებით. კლიენტის მიერ გადასახდელი თანხა მოიცავს საკომისიოებს, რომელშიც მოიზარება კანონით გათვალისწინებული გადასახადები, წინასწარი ჯავშნის საფასური (რომელიც ასევე დარეგულირებულია ადგილმდებარეობის მიხედვით), მოლოდინის საფასური (რომელიც ითვლება დროის მიხედვით) და კომპანია Venio-ს სარგებელი. ტარიფების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია დანართი N1.

  6. აპლიკაციის საშუალებით, მძღოლს აქვს საშუალება იხილოს  კლიენტის საწყისი ადგილმდებარეობის, შუალედური თუ საბოლოო დანიშნულების პუნქტის შესახებ ინფორმაცია. მგზავრობის საფასური მძღოლისათვის ცნობადი ხდება  შეკვეთის მიღების/დადასტურების შემდგომ. 

  7. Venio არ აცხადებს, არ იძლევა გარანტიას, რომ Venio აპლიკაციაზე წვდომა უწყვეტი ან შეცდომისგან დაცული იქნება. პროგრამულ უზრუნველყოფაში დაფიქსირებული ხარვეზების შემთხვევაში ვეცდებით მის შეძლებისდაგვარად სწრაფად აღმოფხვრას, მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციის ფუნქციონირება შესაძლოა შეზღუდული იყოს შემთხვევითი ტექნიკური პრობლემების გამო და არ შეგვიძლია იმის გარანტირება, რომ აპლიკაცია ყოველთვის იმუშავებს, მაგალითად, საზოგადო საგანგებო მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს მომსახურების შეფერხება.

  8. Venio-ს წარმომადგენლები, დირექტორები და თანამშრომლები არ აგებენ პასუხს აპლიკაციით სარგებლობის ან/და შეთანხმებული მგზავრობის შედეგად თქვენს მიერ განცდილ ზიანზე ან ზარალზე, მათ შორის:

 

  1. პირდაპირი ან ირიბი ქონებრივი ან ფულადი ზარალი;

  2. მოგების, კონტრაქტების, კონტაქტების, რეპუტაციის დაკარგვა;

  3. ბიზნეს-საქმიანობის შეწყვეტის შედეგად განცდილი ზარალი;

  4. მონაცემების დაკარგვის, ან უზუსტობის შედეგად განცდილი ზიანი;

  5. ნებისმიერი სხვა სახის ზიანი.

 

  • შეკვეთის მიღების დროს, მძღოლს წვდომა აქვს მხოლოდ იმ შეკვეთებზე, რომელიც მის აქტიურ ლოკაციასთან ყველაზე ახლოსაა.

 

  1. შეკვეთის აღების დრო განსაზღვრავს მძღოლის აქტივობის კოეფიციენტს. 

  2. იმ შემთხვევაში თუ მძღოლი გამოტოვენს ან/და გააუქმებს შეკვეთას, ეს იმოქმედებს მძღოლის შეფასებაზე, რაც გულისხმობს მისი აქტივობისა და რეიტინგის ცვლილებას. 

  3. მძღოლის რეიტინგი დგინდება ბოლო 100 შესრულებული მომსახურების შესაბამისად.   

  4. მძღოლის რეიტინგზეა დამოკიდებული მისი ყოველთვიური დანამატის არსებობა და მოცულობა.

  5. გამოძახების გაუქმება შესაძლებელია „საპატიო მიზეზის“ გათვალისწინებით, რომელიც არ ვრცელდება რეიტინგზე და ასევე ამ შემთხვევაში არ ხდება კლინეტისათვის თანხის ჩამოჭრა. (საპატიო მიზეზების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ დანართი N2-ში)

  6. მძღოლის სამუშაო გრაფიკი თავისუფალია. Venio-ს აპლიკაცია იძლევა საშუალებას მძღოლმა თვითონ განსაზღვროს დროის ხანგრძლივობა და სამუშაო არეალი. 

  7. მძღოლი ფასდება 5 ქულიან შკალაზე, სადაც მომხმარებელი მგზავრობის დასრულების შემდეგ აფასებს მომსახურებას. 

  8. თუ მძღოლის რეიტინგი სისტემურად იკლებს, ამ შემთხვევაში ხდება მძღოლის გაფრთხილება შეტყობინების საშუალებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტრენინგის ჩატარებით. 

  9. თუ მე-16 პუნქტში გაწერილი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მძღოლის რეიტინგი ისევ კლებულობს, კომპანია Venio იტოვებს უფლებას რომ მოხდეს მძღოლის ანგარიშის დაბლოკვა 3 თვის განმავლობაში, ხოლო მისი გააქტიურებიდან 1 თვის განმავლობაში თუ მძღოლის რეიტინგი ისევ დაბალია, კომპანია გაფრთხილების გარეშე აუქმებს მძღოლის ანგარიშსა და კონტრაქტს. 

  10. 17-ე პუნქტში აღწერილი მდგომრეობის დადგომის შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას აღარ მისცეს მძღოლს განმეორებითი შანსი Venio-ს პარტნიორი მძღოლის სტატუსით სარგებლობის.

  11. ანგარიშის დაბლოკვის ან ნებისმიერი პრეტენზიის გასაჩივრების მიზნით, მძღოლს შეუძლია აპლიკაციიდან მიმართოს Venio-ს მხარდაჭერის გუნდს : [email protected] წერილობითი ფორმით, რომელიც განიხილება არაუგვიანეს 30 დღის ვადაში.

  12. ზოგადი პირობები რეგულირდება, შექმნილია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ მძღოლსა და კომპანია Venio-ს შორის ზოგად პირობებთან ან ხელშეკრულებასთან მიმართებაში დავა ვერ გადაწყდება მოლაპარაკებების გზით, დავა საბოლოოდ მოგვარდება სასამართლოს მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი დებულებების რომელიმე დებულება ბათილად იქნება ცნობილი, მხარეები ჩაანაცვლებენ მას მიახლოვებით იმავე მიზნის და ეკონომიკური ეფექტის მქონე დებულებით.