აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოდ შეგიძლიათ შესაბამისი ოპერაციული სისტემის გამოყენებით: Android – Google Play Strore , iOS – AppStore

აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, დარეგისტრირდით ჩვენს მომხმარებლად და მარტივად შეუკვეთეთ მგზავრობა.

 

შეარჩიეთ თქვენი დანიშნულების ადგილი, დაამატეთ დამატებითი გაჩერებები საჭიროების შემთხვევაში, აირჩიეთ სასურველი კატეგორია, შემდეგ კი დაადასტურეთ თქვენი შეკვეთის მოთხოვნა.

თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ მაქსიმუმ 3 დამატებითი მიმართულება. ამისათვის დანიშნულების ველში ჩაწერეთ სასურველი მისამართები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ მძღოლს ალოდინებთ მგზავრობის პროცესში, შესაძლოა გაგეზარდოთ საფასური.

 

თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი მგზავრობა მგზავრობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს, თუმცა თუკი მძღოლი მოსულია თქვენს ლოკაციაზე და შემდგომ გააუქმებთ, ჩამოგეჭრებათ გაუქმების საფასური.

მგავრობის გასაუქმებლად დასაჭირეთ გაუქმების ღილაკს.

 

თქვენი მგზავრობის ფასის გამოთვლა ხდება შემდეგი მონაცემების საფუძველზე:

  • საბაზო საფასური: ადგილზე მისვლა

  • დროის საფასური: დრო მგზავრობის დასაწყისიდან დასასრულამდე

  • მანძილის საფასური: დაფარული მარშრუტის სიგრძე

დანიშნულების ადგილის მითითების შემდეგ გამოგიჩნდებათ საფასური თითოეული კატეგორიისთვის. ეს არის საფასურის საუკეთესო პროგნოზი, რომელიც შეუძლია აპლიკაციას შემოგთავაზოთ, ოპტიმალური მარშრუტისა და მგზავრობის დასრულების სავარაუდო დროის გათვალისწინებით.

საბოლოო საფასური შესაძლოა შეიცვალოს ისეთი ფაქტორებიდან გამომდინარე, როგორიცაა გადატვირთული საგზაო მოძრაობა, ექსტრემალური ამინდი, გზის მშენებლობა, სხვა მარშრუტის შერჩევა ან დანიშნულების ადგილის ცვლილება.

 

თქვენი აპლიკაციიდან შესაძლებელია ერთდროულად განახორციელოთ მაქსიმუმ 3 გამოძახება.


ზემოთ აღნიშნულის განსახორციელებლად საჭიროა შეხვიდეთ უკვე არსებულ მგზავრობაში და დააჭიროთ „+“ ღილაკს.

იმისათვის, რომ ისარგებლოთ კორპორატიული გამოძახებებით თვქენი ორგანიზაციისთვის, საჭიროა, თქვენი აპლიკაციის მენიუში შეხვიდეთ ორგანიზაციების პუნქტში და ჩაამატოთ ორგანიზაციის დასახელება, სარეგისტრაციო კოდი და ელ.ფოსტა, რომელზეც შემდგომში მიიღებთ მგზავრობის (/ების) შესახებ ინვოისს.

 ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ორგანიზაციის კორპორატიული საკრედიტო ბარათი (/ები), საიდანაც მხოლოდ კორპორატიული მგზავრობების თანხა ჩამოიჭრება.

 

იმისათვის, რომ დარეგისტრირდეთ პარტნიორ მძღოლად და შემოუერთდე Venio-ს გუნდს, საჭიროა გამოაგზავნოთ წინასწარი განაცხადი საიტის საშუალებით https://venio.ge ან მობრძანდეთ კონტაქტში მითითებულ მისამართზე.

 

აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოდ შეგიძლიათ შესაბამისი ოპერაციული სისტემის გამოყენებით: Android – Google Play , iOS – AppStore

აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის ჩამოტვირთვა და მისი შემდგომი ინსტალაცია თქვენს ტელეფონში არ გულისხმობს ავტომატურად თქვენს, როგორც პარტნიორ მძღოლად რეგისტრაციას. 

იმისათვის, რომ დარეგისტრირდეთ პარტნიორ მძღოლად და შემოუერთდე Venio-ს გუნდს, საჭიროა გამოაგზავნოთ წინასწარი განაცხადი საიტის საშუალებით https://venio.ge ან მობრძანდეთ კონტაქტში მითითებულ მისამართზე.

შემოსული შეკვეთა გულისხმობს, რომ თქვენი ლოკაციიდან გამომდინარე, თქვენ მოხვდით შეკვეთის მიღების არეალში. შეკვეთაში მითითებული იქნება მგზავრის საწყისი და დანიშნულების მისამართები, ასევე შესაძლოა შეკვეთა ითვალისწინებდეს მაქსიმუმ 2 შუალედურ მისამართსაც.

შეკვეთის დეტალებში გამოგიჩნდებათ ასევე გადახდის ტიპი (ნაღდი, უნაღდო, ბონუს ქულებით) და ასევე კლიენტის მიერ შესაძლო ტექსტური შეტყობინებაც.

შეკვეთაზე დათანხმების შემდგომ გამოგიჩნდებათ მგზავრობის საფასურიც.

 

თუკი შეკვეთის გამოტოვებას ან გაუქმებას გადაწყვეტ, მომდევნო შედარებით უკეთესი ვარიანტის შერჩევის მიზნით, ეს შემდგომში იმოქმედებს შენს როგორც რეიტინგზე, ასევე აქტივობის კოეფიციენტზე.

 

ცხადია, ზოგჯერ მგზავრობის გაუქმება გარდაუვალია გარკვეული საპატიო მიზეზების გამო (გაუქმებისას აპლიკაცია გაძლევთ გაუქმების მიზეზის არჩევას), რაც აპლიკაციის მხრიდანაც გარკვეულ სიტუაციაში „საპატიოდ“ ჩაითვლება და არ მოხდება თქვენთვის რეიტინგის დაწევა, თუმცა აღნიშნული საკითხები შეძლებისდაგვარად მკაცრად გაკონტროლდება და თუკი ხშირი ხასიათი მიეცემა აღნიშნულ ქმედებებს, შესაბამისი რეაგირება მოყვება ადმინისტრაციის მხრიდან.

 

მგზავრობის ფასის გამოთვლა ხდება შემდეგი მონაცემების საფუძველზე:

  • საბაზო საფასური: ადგილზე მისვლა

  • დროის საფასური: დრო მგზავრობის დასაწყისიდან დასასრულამდე

  • მანძილის საფასური: დაფარული მარშრუტის სიგრძე

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეს არის საფასურის საუკეთესო ვარიანტი, რომელიც შეუძლია აპლიკაციამ გამოთვალოს შეკვეთის მიღების შემდგომ, ოპტიმალური მარშრუტისა და მგზავრობის დასრულების სავარაუდო დროის გათვალისწინებით.

საბოლოო საფასური შესაძლოა შეიცვალოს ისეთი ფაქტორებიდან გამომდინარე, როგორიცაა გადატვირთული საგზაო მოძრაობა, ექსტრემალური ამინდი, გზის მშენებლობა, კლიენტის მხრიდან სხვა მარშრუტის შერჩევა ან დანიშნულების ადგილის ცვლილება.

 

ჩვენ ვითვლით მგზავრობების პროცენტს. ის დაფუძნებულია შენს შესრულებულ ბოლო 100 მგზავრობაზე. თავდაპირველად, ავტომატურად ყველა მგზავრობა ითვლება “კარგად” .

“ცუდ” მგზავრობად შეიძლება ჩაითვალოს და ქულის კლება გამოიწვიოს, მაგალითად :

  • როდესაც შენ აუქმებ მგზავრობას საწყის ლოკაციაზე მისვლამდე მგზავრთან დაკონტაქტების გარეშე

  • როდესაც მგზავრი გაფასებს 1 ან 2 ვარსკვლავით ავტომობილის სისუფთავის ან უსაფრთხოების კომპონენტების მიხედვით

  • როდესაც მგზავრი მიმართავს კლიენტთა მხარდაჭერის გუნდს უსაფრთხოების, ჯანმრთელობის ან მსგავსი მიზეზების გამო

მძღოლის აპლიკაციაში შეგიძლია ნახო თუ რატომ მოხდა შენი ქულის კლება.

 

დაბლოკვის შესახებ გასაჩივრების დაფიქსირებისთვის აუცილებელია აპლიკაციიდან მოხდეს მხარდაჭერის გუნდთან დაკავშირება წერილობითი ფორმით, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი გასაჩივრების მიზეზები. 

შენს  მიერ დაფიქსირებული გასაჩივრება განიხილება 30 დღის ვადაში და გეცნობება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით.