Venio (ვენიო) წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის სტატუსის მქონე კომპანიას. კომპანია დაფუძნდა 2022 წლის მაისში, თბილისში (საქართველო) - საიდენტიფიკაციო კოდი (404638193) და უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებას მობილური აპლიკაციის საშუალებით. 

        კომპანია Venio არ არის უშუალო სატრანსპორტო მომსახურების შემსრულებელი, არამედ აკავშირებს აპლიკაციის საშუალებით მძღოლებს მგზავრებთან (კლიენტებთან), ამავდროულად სატრანსპორტო მომსახურება უზრუნველყოფილია მძღოლების მიერ. კლიენტის მიერ შეკვეთილი მგზავრობის  საფუძველზე, მძღოლები უზრუნველყოფენ სატრანსპორტო მომსახურებას დამოუკიდებლად, როგორც ეკონომიკური და პროფესიული მომსახურების მიმწოდებლები.

       კომპანიის შექმნისას თავიდანვე აქცენტი გაკეთებული იყო სატრანსპორტო მომსახურებაზე მობილური აპლიკაციის საშუალებით. სახელიც სწორედ ამ მოტივით შეირჩა, რომელიც ასოცირებული იქნებოდა „მოსვლასთან“. სიტყვა Venio (ვენიო) ლათინური სიტყვაა და ქართულად ნიშნავს „მოვდივარ“, რაც შემდგომში კომპანიის სამომავლო მიზნებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ბაზარზე ადვილად დასამახსოვრებელ თუ გამოსათქმელ ბრენდად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

       იქიდან გამომდინარე, რომ 21-ე საუკუნე ციფრულ საუკუნედ არის აღიარებული, კომპანიები ცდილობენ თავიანთი აპლიკაციების ფართოდ გავრცელებას. სწორედ ეს არის კომპანია Venio-ს მიზანიც, აამაღლოს ცნობადობა და გაზარდოს გამოყენების არეალი მის მიერ შექმნილი ქართული პროგრამული პროდუქტის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, რომლითაც თამამ სიტყვას იტყვის მსოფლიოს წინაშე, რომ ქართველებსაც შეგვიძლია ამ კუთხით რეალური, ხელშესახები შედეგების წარმოჩინება.