მგზავრი

წესები და პირობები მგზავრებისთვის

წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს წესებსა და პირობებს Venio („ვენიო“) აპლიკაციის გამოყენებით მგზავრებსა და მძღოლებს შორის.  

  1. სადაც ტერმინი "ჩვენ" ან „ვენიო“ ნიშნავს Venio აპლიკაციის მფლობელს. Venio წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც დაარსდა საქართველოში, თბილისი, კრწანისის ქ 14, 0114  ს/კ 404638193. კომპანიის ვებ-გვერდი https://venio.ge მუდმივად ნახლდება და აქ განთანსდება ყველა საჭირო ინფორმაცია კომპანიის შესახებ.

  2. სადაც ტერმინი „თქვენ“ გულისხმობს მგზავრს. 

 

Venio აპლიკაციის გამოყენებისათვის საჭიროა რომ დაეთანხმოთ ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს. 

 

  1. Venio აპლიკაციის არსი

 

  1. Venio უზრუნველყოფს საზოგადოების მობილური აპლიკაციით მომსახურებას და არ ასრულებს სატრანსპორტო მომსახურებას. 

  2. სატრანსპორტო მომსახურება უზრუნველყოფილია კომპანია Venio-ს პარტნიორი მძღოლის მიერ 

  3. Venio-ს პარტნიორი მძღოლები არ არიან კომპანიის თანამშრომლები, ისინი ასრულებენ სატრანსპორტო მომსახურებას დამოუკიდებლად. 

  4. დავების არსებობის შემთხვევაში კომპანია Venio იხსნის ვალდებულებას რომ იყოს პასუხისმგებელი ან/და შაუამავალი მგზავრსა და მომხარებელს შორის, დავის არსებობის შემთხვევაში საკითხი წყდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

  5. მგზავრი აპლიკაციის გამოყენებით ერთჯერადად აფორმებს შეკვეთას (შემდგომ ხელშეკრულებას) მძღოლთან და ის აქტიურია მგზავრობის დასრულებამდე. 

  6. მგზავრს აქვს უფლება ყველა შეკვეთის განთავსების წინ აირჩიოს გადახდის მეთოდი (ქეში, საბანკო ბარათი ან/და Venio-ს აპლიკაციაში დაგროვებული ბონუს ქულები). საკრედიტო ბარათითა და ბონუს ქულებით გადახდის შეთავაზებისას Venio მოქმედებს როგორც ტრანსპორტირების სერვისის პროვაიდერების ფინანსური აგენტი, Venio აპლიკაციის შიგნით გადახდების შუალედურ რგოლად ყოფნით

  7. კომპანია Venio-მ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დეტალები გადახდის მეთოდის დასამოწმებლად

  8. მგზავრობის ტარიფები დგინდება ლოკაციის მიხედვით (ტარიფები შეგიძლიათ იხილოთ დანართი N1), ხოლო გადასახდელი თანხა შეიცავს კანონით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. 

  9. მგზავრობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია Venio აპლიკაციაში. 

  10. მგზავრობის ინვოისის მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით რომელსაც მომხმარებელი უთითებს რეგისტრაციის დროს და მის სიზუსტეზე თავად არის პასუხისმგებელი.  

 

  1. დაგროვებადი ბონუს ქულები (იგეგმება მომავალში)

 

  1. Venio გაძლევთ საშუალებას, განხორციელებული მგზავრობის შესაბამისად დააგროვოთ ბონუს ქულები, რომელიც იანგარიშება მგზავრობიდან ან აპლიკაციაში არსებული სარეკლამო რგოლებზე გადასვლის საფუძველზე.  

  2. ბონუს ქულები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მგზავრობის საფასურის გადახდის მიზნით,

  3. ბონუს ქულების გამოყენების შემდეგ, მომხამრებელს ეძელვა საშუალება თავიდან დაიწყოს ბონუს ქულების დაგროვება ან/და დარჩენილი ქულებზე დამატება. 

  4. ერთი ბონუს ქულა = 0.5 თეთრს 

  5. Venio უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს გააუქმოს ბონუს ქულა თუ მიიჩნევს, რომ ბონუს ქულები გამოიყენება ან/და მოპოვებულია უკანონო ან თაღლითური გზით.

 

  1. Venio აპლიკაციით გადახდები

 

  1. Venio აპლიკაციის მეშვეობით სატრანსპორტო მომსახურებისთვის გადახდასთან დაკავშირებული გადასახადების მიღებისას, Venio არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის ხარჯების ანაზღაურებაზე (საბანკო გადასახადი და ა.შ.). ამ სერვისების პროვაიდერებს შეუძლიათ დაგაკისროთ დამატებითი გადასახადები Venio აპლიკაციით გადახდასთან დაკავშირებით. Venio-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ასეთ გადასახადებზე და პასუხისმგებლობას იხსნის აღნიშნულთან დაკავშირებით. თქვენს მიერ გამოყენებული გადახდის მეთოდი შესაძლოა დაექვემდებაროს შესაბამისი მესამე მხარის გადახდის მომსახურების პროვაიდერის დამატებით პირობებს; გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე პირობებს თქვენი გადახდის მეთოდის გამოყენებამდე.

  2. წინასწარ განსაზღვრული მგზავრობის საფასური. აპლიკაციამ შესაძლოა შემოგთავაზოთ შეთავაზება, როდესაც წინასწარ შეძლებთ დაეთანხმოთ ფიქსირებულ საფასურს მძღოლის მიერ გაწეული მომსახურებისთვის (ე.ი. წინასწარ განსაზღვრული საფასური). წინასწარ განსაზღვრული საფასურის შესახებ ინფორმაციას იღებთ Venio-ის აპლიკაციის საშუალებით, სანამ მოახდენთ გამოძახებას. წინასწარ განსაზღვრულმა საფასურმა შესაძლოა აღარ იმოქმედოს, თუ მოხდება დანიშნულების ცვლილება მგზავრობის დროს, გზებზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე გაიზრდება დანიშნულების მისამართზე მისვლის დრო, ან სხვა გაუთვალისწინებული ფაქტორები. 

 

  1. ტრანსპორტირების გამოძახება და გამოძახების გაუქმება

 

  1. Venio აპლიკაციით განთავსებული გამოძახების დროს, მძღოლის დადასტურების შემდეგ მიიჩნევა საბოლოოდ ანუ დადასტურებულად.

  2. მძღოლის მიერ მგზავრობის დადასტურების შემდეგ მგზავრსა და მძღოლს შორის ფორმდება ერთჯერადი შეთანხმება (კონტრაქტი) რომელიც ვალიდურია მგზავრობის დასრულებამდე. აღნიშნულით ორივე მხარე ადასტურებს თანხმობას ტრანსპორტირებაზე, რომელიც მისაღებია ორივე მხარისათვის. 

  3. Venio არ ასრულებს ტრანსპორტირებას და იგი არ წარმოადგენს მხარეს თქვენსა და მძღოლს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

  4. თქვენს მიერ შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, Venio დაგაკისრებთ აპლიკაციაში მითითებული თანხის გადახდის ვალდებულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მძღოლი უკვე იმყოფება დანიშნულების ადგილას და მონიშნული აქვს რომ გამოცხადდა მგზავრობის დაწყების წერტილში. 

  5. იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიერ მითითებული საბანკო ბარათიდან ვერ ხერხდება თანხის ჩამოჭრა (არასაკმაირის დეპოზიტის ან/და სხვა მიზეზების გამო) კომპანია Venio იტოვებს უფლებას რომ ჩამოგეჭრათ ბონუს ქულები შესაბამისი თანხის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გაქვთ საკმაირისი ბონუს ქულები, აპლიკაცია დააფიქსირებს მას როგორც დავალიანებას მისი გადახდის გარეშე, ვერ შეძლებთ ახალი მომსახურების მიღებას, მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ დავალიანების ანულირების შემთხვევაში, რომელიც უნდა დაიფაროს აუცილებლად საბანაკო ბარათით.  

  6. როდესაც მძღოლი ადგილზე გამოცხადდება და შეტყობინებას გიგზავნით აღნიშნულის შესახებ, Venio აპლიკაცია დაიწყებს გადასახადის დარიცხვას მოლოდინის დროისთვის, Venio აპლიკაციაში განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.

  7. იმ შემთხვევაში, თუ მოითხოვეთ ტრანსპორტის მომსახურება Venio აპლიკაციის გამოყენებით და ზიანი მიაყენეთ მძღოლის ავტომანქანას ან მის დეტალებს მძღოლი უფლებამოსილი იქნება, მოგთხოვოთ შესაბამისი ოდენობის ჯარიმის გადახდა და კომპენსაცია. 

 

  1. პასუხისმგებლობა

 

  1. რადგან Venio აპლიკაცია წარმოადგენს საზოგადოების სერვისს (კომუნიკაციის საშუალება) მგზავრებს და მძღოლებს შორის, არ შეგვიძლია გარანტია გავცეთ, ან პასუხისმგებლობა ავიღოთ სატრანსპორტო მომსახურების დროს ხარისხზე ან დეფექტების არარსებობაზე. რადგან Venio აპლიკაციით სარგებლობა სატრანსპორტო მომსახურების მოთხოვნის მიზნით დამოკიდებულია მძღოლების ქცევაზე, Venio გარანტიას არ იძლევა, რომ ყოველთვის გექნებათ სატრანსპორტო მომსახურების გაწევის შემოთავაზება.

  2. Venio არ აცხადებს, არ იძლევა გარანტიას, რომ Venio აპლიკაციაზე წვდომა უწყვეტი ან შეცდომისგან დაცული იქნება. პროგრამულ უზრუნველყოფაში დაფიქსირებული ხარვეზების შემთხვევაში ვეცდებით მის შეძლებისდაგვარად სწრაფად აღმოფხვრას, მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციის ფუნქციონირება შესაძლოა შეზღუდული იყოს შემთხვევითი ტექნიკური პრობლემების გამო და არ შეგვიძლია იმის გარანტირება, რომ აპლიკაცია ყოველთვის იმუშავებს, მაგალითად, საზოგადო საგანგებო მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს მომსახურების შეფერხება.

  3. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ზარალის ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ Venio-მ გამიზნულად დაარღვია ხელშეკრულება. Venio არ იქნება პასუხისმგებელი მძღოლის ქმედებაზე, ან უმოქმედობაზე, ასევე არ იქნება პასუხისმგებელი მძღოლის მხრიდან მგზავრისადმი მიყენებულ ზიანზე.

 

  1. აპლიკაციის გამოყენების კარგი პრაქტიკა

 

  1. ვინაიდან Venio არ არის პროვაიდერი, ან ტრანსპორტირების სერვისის ბროკერი, ნებისმიერი სადავო საკითხი ტრანსპორტირების სერვისის დეფექტებთან ან ხარისხთან დაკავშირებით უნდა მოგვარდეს ტრანსპორტირების სერვისის პროვაიდერის ან სხვა რელევანტური სამეთვალყურეო ორგანოს წესებისა და რეგულაციების მიხედვით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

  2. ჩვენ ვითხოვთ უკუკავშირის ფორმის შევსებას Venio აპლიკაციაში. ეს საშუალებას გვაძლევს ტრანსპორტირების სერვისის პროვაიდერებს მივაწოდოთ შეთავაზებები მათი სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

  3. Venio ყველანაირად ეცდება, რომ მხოლოდ იმ მძღოლებმა გამოიყენონ Venio-ის აპლიკაცია, რომლებიც თავაზიანი არიან მომხმარებლისა და საკუთარი პროფესიის მიმართ. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია უზრუნველვყოთ Venio-ის აპლიკაციის მეშვეობით გაერთიანებული ტრანსპორტირების სერვისის თითოეული პროვაიდერის მიერ ზემოთ მოცემული კრიტერიუმის დაკმაყოფილება ნებისმიერ დროს. თუ თქვენ შენიშნავთ ხარვეზებს ტრანსპორტირების პროვაიდერის მხრიდან, გთხოვთ, შეატყობინოთ სერვისზე პასუხისმგებელ კომპანიას, ზედამხედველ ორგანოს ან ჩვენს მხარდამჭერ ჯგუფს.

 

  1. შესწორებების შეტანა ზოგად პირობებში

 

  1. ზოგად პირობებში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში შეტყობინებას მიიღებთ ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) ან Venio აპლიკაციით. იმისათვის რომ შეძლოთ აპლიკაციით სარგებლობა თქვენ უნდა დაეთანხმოთ აღნიშნულ ცვლილებებს. თუ თვლით რომ განხორციელებული ცვლილებები ზიანს გაყენებთ რაიმე სახით, თქვენ გაქვთ უფლება იმოქმედოთ საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

  1. საბოლოო დებულებები

 

  1. ზოგადი პირობები რეგულირდება, შექმნილია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ ზოგად პირობებთან ან ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა ვერ გადაწყდება მოლაპარაკებების გზით, დავა საბოლოოდ მოგვარდება სასამართლოს მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი დებულებების რომელიმე დებულება ბათილად იქნება ცნობილი, მხარეები ჩაანაცვლებენ მას მიახლოვებით იმავე მიზნის და ეკონომიკური ეფექტის მქონე დებულებით.