მგზავრი

კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა მგზავრთათვის

წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს კონფიდენციუალურიბის დაცვას, მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტით გაცნობებთ, თუ რა სახის ინფორმაციაა გამოყენებული სატრანსპორტო მომსახურების პაკეტების შესათავაზებლად, რომელიც თქვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფელადაა გამოყენებული, ასევე რა სახის ალტერნატივები და კონტროლის მექანიზმებია თქვენთვის ხელმისაწვდომი.

 

აღნიშნული შეტყობინებით ასევე გაცნობებთ კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ თქვენს უფლებებს და მონაცემთა დაცვის შესახებ ყველა წესის დასაცავად.

 

კომპანია Venio-ს ყავს პეროსნალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მას შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: [email protected] 

აღნიშნული მომსახურების მისაღებად, გთხოვთ მიუთითოთ სათაურის ველში: 

  • „მონაცემთა დაცვის ოფიცერი“ (Data Protection Officer) - სადაც ტერმინი "ჩვენ" ან „ვენიო“ ნიშნავს Venio აპლიკაციის მფლობელს. 

  • Venio წარმოადგენს  შეზღუდული პასუხისმგებლობის სტატუსის მქონე კომპანიას, რომელიც დაარსდა საქართველოში, თბილისი, კრწანისის ქ 14, 0114  ს/კ 404638193. 

  • ტერმინი „თქვენ“ გულისხმობს მგზავრს, სადაც მომხმარებელი იღებს კომპანიის მიერ შეთავაზებულ სერვისს,  მოხლოდ Venio-ს აპლიკაციის ანგარიშის მეშვეობით.

 

  1. პერსონალური მონაცემები

ვამუშავებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც გვესაჭიროება, რათა მოგაწოდოთ ბაზარზე არსებული საუკეთესო სატრანსპორტო მომსახურება.

  • საკონტაქტო ინფორმაცია:

  • სახელი, გვარი

  • ტელეფონის ნომერი

  • ელ-ფოსტა 

  • პირადი ნომერი

  • საჭიროების შემთხვევაში

  • პროფილის ინფორმაცია: 

  • თქვენი პროფილის სურათი (სურვილის შემთხვევაში)

  • თქვენს მიერ გამოყენებული მიმართულებები  (მისამართები) მგზავრობის დაწყება დასრულების პუნქტები

  • ენა

  • კომუნიკაციის საშუალებები 

  • გეოლოკაცია: როგორიცაა, სად არის მგზავრობის დამწყები პუნქტი (ანუ გამოძახების მომენტში თქვენი ადგილმდებარეობა), საბოლოო დანიშნულება, სერვისის მიწოდების და დასრულების სავარაუდო დრო.

  • გადახდის შესახებ ინფორმაცია, როგორიცაა გადასახდელი თანხა და გადახდის საშუალება (მაგალითად ხელზე გადახდა ან/და საბანკო ბარათი).

  • საკომუნიკაციო და საკორესპონდენციო ჩანაწერები, მაგალითად, როდესაც სარგებლობთ აპლიკაციის შიდა ჩატით ან ესაუბრებით ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების გუნდის წარმომადგენლებს და მგზავრობის დასრულების შემდეგ იღებთ მომსახურების ინვოისს (ყველა მგზავრობაზე ინდივიდუალურად).

  • მოწყობილობის საიდენტიფიკაციო მონაცემები მხოლოდ ფიზიკური მოწყობილობის უნიკალური მისამართი რომელიც გამოიყენება მხოლოდ შიდა შეტყობინებების მისაღებად.

  • შეტყობინება თქვენი მომსახურების სტატუსის შესახებ, როგორიცაა მძღოლის ადგილმდებარეობა, მისამართზე გამოცხადება, მგზავრობის დაწყება/დასრულება და მომსახურების შეფასება.

  • უშუალოდ Venio-ს აპლიკაციით გაგზავნილი სწრაფი შეტყობინებების მეშვეობით შემდგარი კომუნიკაციის შესახებ მონაცემებები: („ჩატი მძღოლთან“), თარიღი, დრო და მისი შინაარსი. (იგეგმება მომავალში)

    ზემოთ აღნიშნული ყველა პუნქტი დაცულია და მის კონფიდენციალურობაზე პასუხისმგებელია შპს „ვენიო“

 

  1. დამუშავების მიზანი

Venio თქვენი მონაცემების დამუშავების საშუალებით გეხმარებათ მომსახურების მიღებაში და ჩვენ ასევე ვიღებთ შემდეგი სახის ინფრომაციას: 

  • გაკავშირებთ მძღოლთან: ვაგროვებთ და ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს მგზავრების მძღოლებთან დასაკავშირებლად, რათა მათ შეძლონ მგზავრის ადგილიდან აყვანა და მისი მიყვანა დანიშნულების ადგილზე. უშუალოდ Venio აპლიკაციით გაგზავნილი სწრაფი შეტყობინებები მუშავდება მომსახურების მიწოდების მიზნით და მომხმარებელთა მხარდასაჭერად (მათ შორის დავების მოსაგვარებლად მძღოლსა და მგზავრს შორის),  ისევე როგორც ჩვენი მომსახურების გასაუმჯობესებლად, ასევე მათი ანალიზისთვის.

  • მგზავრობის დასრულება: აპლიკაციით მგზავრობის შეკვეთისას, ჩვენ ვაწვდით მძღოლებს მგზავრთა გეოლოკალიზაციის შესახებ მონაცემებს და მგზავრის ტელეფონის ნომერს, რათა ეფექტურად ვუზრუნველვყოთ მომხმარებლის მგზავრობა ზემოაღნიშნული მონაცემები გროვდება მხოლოდ Venio აპლიკაციის გააქტიურებისას. გეოლოკალიზაციის შესახებ მონაცემების შეგროვება წყდება აპლიკაციის დახურვის შემდეგ.

  • აპლიკაციის განახლება ან/და ცვლილება: ჩვენ ვიყენებთ საკონტაქტო ინფორმაციას, რათა მომხმარებელს ვაცნობოთ Venio აპლიკაციის განახლებების შესახებ.

 

  1. სამართლებრივი საფუძვლები

  • აღნიშნული დოკუმენტი რეგულირდება საქართველოში არსებული კანონმდებლობით და საჭიროების შემთხვევაში არსებული ინფორმაციის გამოყენება მოხდება მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში (საჭიროების შემთხვევაში) და აღნიშნული ინფორმაციის გადაცემა მესამე პირზე მოხდება მხოლოდ ამის აუცილებლობისა და დადასტურების შემთხვევაში, რომელიც ასევე რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

  • იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით აღნიშნულ დებულებას, Venio იხსნის ვალდებულებას რომ გაგიწიოთ შესაბამისი მომსახურება. 

 

  1. მიმღებები

მომხმარებლის ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგი სახით:

  • მძღოლი მგზავრის შესახებ იღებს მხოლოდ შემდეგი სახის ინფორმაციას: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ლოკაცია.

  • მომსახურების მიწოდების შემდეგ, ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია მძღოლისათვის ხელმისაწვდომია მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში. (გაუთვალისწინებელი შემთხვევების შესახებ კომუნიკაციის მიზნით) .

  • მგზავრების მიერ აპლიკაციით მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით დატოვებული შეფასება ანონიმურია. თქვენი შეფასება კონფიდენციალურია თქვენსა და Venio-ს შორის.

  • ინფორმაცია კონფიდენციალურია თუ არ დადგება საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი კანონის აღსრულების საჭიროება.

 

  1. უსაფრთხოება და წვდომა

  • მომსახურების მიწოდებისას შეგროვებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი გადაეცემა და ინახება Venio-ს მონაცემთა ბაზაში, რომელიც განთავსებულია AWS Cloud სერვერზე და მისი კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილია.



  1. თქვენი უფლებები და შესაბამისი კონტროლის განხორციელება

  • მომხმარებელს შეუძლია საკუთარი პროფილიდან აკონტროლოს პერსონალური მონაცემები, სადაც ასევე შენახულია აპლიკაციის გამოყენების ისტორია.

 

  1. მონაცემების შენახვა

  • კომპანია Venio არსებულ მონაცემებს ინახავს სამუდამოდ, იმ შემთხვევაში თუ მოხდება რაიმე სახის ცვლილების შეტანა აღნიშნულ პუნქტში, ამის შესახებ მომხმარებელი მიიღებს შესაბამის შეტყობინებას ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 კვირისა. 

  • Venio ინახავს მომხმარებელთა მონაცემებს მხოლოდ იმ დროის მანძილზე, რა დროისთვისაც ეს აუცილებელია ზემოხსენებული მიზნებისთვის. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვინახავთ სხვადასხვა კატეგორიის მონაცემებს სხვადასხვა პერიოდის მანძილზე მონაცემთა ტიპის, მასთან დაკავშირებული გადატანის სერვისისა და მონაცემთა შეგროვების მიზნების მიხედვით.

  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Venio-ს აპლიკაციის თქვენი მოწყობილობიდან დეინსტალირება არ გამოიწვევს თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლას. თუ Venio-ის აპლიკაციას არ იყენებთ 1 (ერთი) წლის მანძილზე, მაშინ დაგიკავშირდებით და გთხოვთ, დაგვიდასტუროთ, გსურთ თუ არა სამომავლოდ ანგარიშის აქტიური სტატუსის შენარჩუნება. თუ თქვენგან პასუხს ვერ მივიღებთ 10 დღის ვადაში, მაშინ თქვენი ანგარიში დაიხურება და პერსონალური მონაცემები წაიშლება, თუკი ისინი არ არის აუცილებელი კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ წინამდებარე შეტყობინების ნებისმიერი ზემოთ ხსენებული მიზნისთვის.

 

  1. პირდაპირი მარკეტინგი

  • ჩვენ შეიძლება გამოგიგზავნოთ პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებები თქვენს ელ-ფოსტის მისამართზე ან/და ტელეფონის ნომერზე, თუკი მოგვეცით ამაზე ნებართვა ან პროგრამული თანხმობის საფუძველზე. ჩვენ შეიძლება განვახორციელოთ პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებების პერსონალიზება იმაზე დაყრდნობით, თუ როგორ იყენებთ Venio-ს მომსახურებებს, მაგალითად, რა სიხშირით სარგებლობთ Venio-ს აპლიკაციით და რას ანიჭებთ უპირატესობას ტრანსპორტირებისას.

  • თუკი აღარ გსურთ პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებების მიღება, გთხოვთ შეგვატყობინოთ ჩვენი სოციალური ქსელის, ვებ გვერდის ან/და ცხელი ხაზის საშუალებით.

 

  1. დავების მოგვარება

  • პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული დავები გადაიჭრება მომხმარებელთა მხარდაჭერის ([email protected]) მეშვეობით, რომელიც განიხილება და შესაბამისი მსვლელობა მიეცემა.