მძღოლი

კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა მძღოლებისთვის

წინამდებარე ზოგადი წესები და პირობები განსაზღვრავს Venio („ვენიო“) აპლიკაციის გამოყენებას და გამოყენების წესებსა და პირობებს, რომლებიც მგზავრებს მძღოლებთან აკავშირებს, რათა დაეხმაროს მათ სატრანსპორტო საშუალებით უფრო ეფექტურად გადაადგილებაში.

ტერმინი "ჩვენ" ან „ვენიო“ ნიშნავს Venio აპლიკაციის მფლობელს. Venio წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის სტატუსის მქონე კომპანიას, რომელიც დაარსდა საქართველოში, რეგისტრირებული თბილისი, კრწანისის ქ 14, 0114  ს/კ 404638193, კომპანიის ვებ-გვერდი https://venio.ge მუდმივად ნახლდება და აქ განთანსდება ყველა საჭირო ინფორმაცია კომპანიის შესახებ.

კომპანია უფლებას იტოვებს შეინახოს თავის მონაცემთა ბაზაში მომხმარებელთა (კლიენტი, მძღოლი, სატრანსპორტო მომსახურების იურიდიული პირი) პერსონალური ინფორმაცია, შემდგომში აპლიკაციის გამოყენების მიზნით.

 

1. ჩვენს მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემები

  • სახელი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი ადგილი.

  • მძღოლებისა და მარშრუტების გეოლოკაცია. (აღნიშნული მონაცემები მუშავდება მაშინაც თუ Venio-ს აპლიკაცია სრულად არაა გათიშული მოწყობილობიდან). 

  • ინფორმაცია ავტომანქანების შესახებ (მათ შორის სარეგისტრაციო ნომერი და ლიცენზია).

  • მძღოლის მართვის მოწმობა, ფოტო, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

  • მძღოლის ეფექტურობა და რეიტინგი.

 

2. დამუშავების მიზანი

  • ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ პირად მონაცემებს მგზავრების მძღოლებთან დაკავშირების მიზნით, რათა დავეხმაროთ მათ სატრანსპორტო საშუალებით უფრო ეფექტურად გადაადგილდნენ.

  • გეოლოკაცია და გადაადგილების მარშრუტები დამუშავებულია გეოგრაფიული არეალის ანალიზისა და მძღოლებისთვის რეკომენდაციების მისაცემად. 

  • Venio აპლიკაცია აჩვენებს მძღოლის ფოტოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სახელს, ავტომანქანის ნომერს, მარკას და ფერს.

  • ჩვენ ვაგროვებთ და ვიყენებთ მძღოლების ჩართულობასთან, ჩვენს პლატფორმაზე ინტერაქციასთან, რეიტინგთან (მათ შორის მძღოლის ქულასთან) დაკავშირებით ინფორმაციას, რათა დავიცვათ მომხმარებლის უსაფრთხოება, დავრწმუნდეთ რა, რომ თქვენ პასუხობთ პარტნიორ მძღოლად ყოფნის პირობებს და ჩვენ მიერ შეთავაზებულია ხარისხიანი, კომფორტული სერვისი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ქულა დაშვებულ ზღვარს ჩამოცდება, შესაძლოა, გამოგეგზავნოთ შეტყობინება ან მოთხოვნა დამატებითი ტრენინგების გავლასთან დაკავშირებით. თუ თქვენი ქულა განაგრძობს კლებას, Venio იტოვებს უფლებას რომ გააუქმოს თქვენთან დადებული ხელშეკრულება და შეგიწყვიტოთ წვდომა თქვენს პირად ანგარიშზე. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. 

 

3. სამართლებრივი საფუძველი

  • პერსონალური მონაცემები დამუშავებულია მძღოლთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებისათვის. Venio მომსახურების გამოყენების წინაპირობაა მძღოლის იდენტიფიცირება და გეოლოკაციური მონაცემების დამუშავება.

  • პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მესამე პირზე მისი გადაცემა კანონის ფარგლებში.

 

4. ინფორმაციის მიმღები პირები

  • თქვენი პირადი მონაცემები მხოლოდ იმ მგზავრთათვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელთა შეკვეთაზეც თქვენ დათანხმდებით. მგზავრები მძღოლის სახელს, საავტომობილო საშუალების სახელმწიფო ნომერს, ფერსა და მარკას, ტელეფონის ნომერს, ფოტოს და გეოლოკაციურ მონაცემებს იხილავენ. მგზავრები ასევე ხედავენ მძღოლის პირად მონაცემებს ქვითარში.

 

5. უსაფრთხოება და წვდომა

  • მომსახურების მიწოდებისას შეგროვებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი გადაეცემა და ინახება Venio მონაცემთა ბაზაში, რომელიც განთავსებულია DigitalOcean Cloud სერვერზე და ინახება უვადოდ, იმ შემთხვევაში თუ მოხდება აღნიშნული წესის ცვლილება, ამის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არაუგვიანეს 1 კვირისა.

 

6. მგზავრების პერსონალური მონაცემების დამუშავება

  • დაუშვებელია თქვენს მიერ მგზავრების პირადი მონაცემების დამუშავება ჩვენი ნებართვის გარეშე. თქვენ არ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მგზავრს ან შეაგროვოთ, ჩაიწეროთ, შეინახოთ, წვდომა მიანიჭოთ, გამოიყენოთ მგზავრების მიერ მოწოდებული ან Venio აპლიკაციით თქვენთვის ხელმისაწვდომი პირადი მონაცემები, სატრანსპორტო მომსახურების გაწევის გარდა სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო.

  • ვალდებული ხართ, დაემორჩლოთ მგზავრთა პირადი მონაცემების დამუშავების წესებს და პირობებს მგზავრთა კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიხედვით. თუ დაარღვევთ მგზავრთა პირადი მონაცემების დამუშავების მოთხოვნებს, უფლებამოსილნი ვართ, გაგიუქმოთ მძღოლის ანგარიში და მოვითხოვოთ ზიანის ანაზღაურება.

 

7. ანგარიშის შექმნა, მონაცემებზე წვდომა, კორექტირება და წაშლა

  • იმისათვის, რომ დარეგისტრირდეთ პარტნიორ მძღოლად და შემოუერთდეთ Venio-ს გუნდს, საჭიროა გამოაგზავნოთ წინასწარი განაცხადი საიტის საშუალებით https://venio.ge ან მობრძანდეთ კონტაქტში მითითებულ მისამართზე და წარადგინოთ მოთხოვნილი დოკუმენტები .
  • პერსონალური მონაცემების ნახვა შესაძლებელია თქვენი აპლიკაციიდან, ხოლო მათი შესწორება შესაძლებელია მხოლოდ Venio-სთან კავშირის შედეგად.

  • თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება მანამ, სანამ ფლობთ მძღოლის აქტიურ ანგარიშს. თუ თქვენი ანგარიში დაიხურება, პირადი მონაცემები ინახება დამატებით 1 (ერთი) წლის ვადით.

  • სააღრიცხვო მიზნებისთვის აუცილებელი მონაცემები ინახება 3 (სამი) წლის განმავლობაში.

  • ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის დანაშაულის თაღლითობის ან ცრუ ინფორმაციის შესახებ ეჭვის შემთხვევაში მონაცემები ინახება 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

  • დავების შემთხვევაში, მონაცემები შენახული იქნება მანამ, სანამ დავა არ დაკმაყოფილება ან დავის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურება.

  • ჩვენ ვუპასუხებთ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ ნებისმიერ მოთხოვნას პირადი მონაცემების წაშლის ან გადაცემის თაობაზე არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში და განვსაზღვრავთ მონაცემების წაშლის და გადაცემის პერიოდს.

 

8. დავების გადაწყვეტა

  • პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული დავები გადაიჭრება მომხმარებელთა მხარდაჭერის ([email protected]) მეშვეობით, რომელიც განიხილება და შესაბამისი მსვლელობა მიეცემა.