ყოველი შესრულებული შეკვეთიდან  მხოლოდ 10% საკომისიო

კომპანია „ვენიო“ წარმოადგენს შუამავალ კომპანიას მძღოლსა და კლიენტს (მგზავრს) შორის. ის არის უშუალოდ აპლიკაციის მფლობელი, რომელიც მისი შექმნილია და პირველი სრულფასოვანი ქართული ტაქსის აპლიკაციაა, რომელიც იყენებს Google სერვისებს. ასევე დამატებითი ნავიგაციის გამოყენების კუთხით, მძღოლს შეუძლია თავის მობილურ ტელეფონში დააინსტალიროს Waze ნავიგაცია, რომელიც შემდგომ აპლიკაციაშიც გამოუჩნდება მგზავრობის შესრულებისას.

კომპანია არ ფლობს ამ ეტაპისთვის ავტომობილებს, ამიტომ მძღოლებს, რომლებიც გადაწყვეტენ „ვენიო“-ს სერვისის გამოყენებას აპლიკაციის საშუალებით, აუცილებელია გააჩნდეთ ავტომობილები საკუთარ მფლობელობაში.

  • მგზავრობის გაუქმების საფასური, რაც კომპანიისთვის ნიშნავს, რომ თუ კლიენტმა გააუქმა დადასტურებული შეკვეთა მის მიერ განთავსებული შეკვეთის საწყის ლოკაციაზე მძღოლის მისვლიდან 3 წუთის შემდგომ, გაუქმების საფასური შეადგენს 2 ლარს. (კომპანია ვალდებულებას იტოვებს გადახედოს მგზავრობის დაწყების მინიმალურ საფასურს)
  • ლოდინის დრო: არაკორპორატიულ მგზავრობებზე -  პირველი 3 წთ. უფასო, ყოველი შემდგომი 1წთ. - 20 თეთრი, კორპორატიული მგზავრობების შემთხვევაში - პირველი 5 წთ. უფასო, ყოველი შემდგომი 1წთ. - 30 თეთრი, სრულად მძღოლისაა და კომპანიას არანაირი წილი არ მიაქვს ამ თანხისგან.
  • ტარიფები დაყოფილია დღის, ღამის და პიკის დროებისა და კატეგორიების მიხედვით.
  • ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხა სრულად მძღოლისაა და არ არის ვალდებული აღნიშნული თანხა რაიმე ფორმით შემოიტანოს კომპანიის ანგარიშზე.
  • ვენიოში მოქმედებს ჩარიცხვის ყოველდღიური სისტემა. დღეში ერთხელ მოხდება მძღოლის მიერ ნამუშევარი თანხების გადათვლა და მძღოლის საბანკო ანგარიშზე ასახვა. 

კომპანია „ვენიო“-სთვის არ წარმოადგენს ტაქსის ლიცენზია აუცილებლობას, თუმცა გაფრთხილების სახით ვაფიქსირებთ, რომ ტაქსის ლიცენზიის უქონლობამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი დაჯარიმება მერიის შესაბამისი სამსახურის მხრიდან

იმისათვის რომ ვენიო-ს პარტნიორი მძღოლი გახდეთ, თქვენი ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს შედეგ პირობებს:

  • ავტომობილი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და წესრიგში როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის კუთხით
  • ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება
  • ნებისმიერი უცხოური ავტომობილი (არა რუსული)  - მინიმუმ 2000 წლიანი ქარხნული წარმოების
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი
  • მართვის მოწმობა
  • ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობა
  • მძღოლის ფოტოსურათი
  • ავტომობილის მიმდინარე ფოტოები

o   2 - გვერდხედის (მარჯვენა, მარცხენა)

o   1 - წინხედის

o   1 - უკანახედის

o   2 - ინტერიერის (წინა, უკანა)

 

ეკონომი

3 - 4 ადგილიანი

ვენიო

3 - 6 ადგილიანი

 

კომფორტი

3 - 5 ადგილიანი

მინივენი

5 - 7 ადგილიანი

კარგ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ავტომობილი

2000-2007 წლის გამოშვების

კარგ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ავტომობილი

2007-2012 წლის გამოშვების, მათ შორის მინივენის ტიპის

ძალიან კარგ მდგომარეობაში მყოფი სედანისა და ლიმუზინის ტიპის ავტომობილი

2012-დან ზევით

ძალიან კარგ მდგომარეობაში მყოფი მხოლოდ მინივენის ტიპის ავტომობილი

2012-დან ზევით